აჩიკო ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები საქმეს, რომელსაც შეუძლია ხალხის გაერთიანება

აჩიკო ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები საქმეს, რომელსაც შეუძლია ხალხის გაერთიანება
უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, – წერს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში ჩართვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის პროფესიას.
„უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიყვარულს. ბედნიერი ვარ რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება“, – წერს აჩიკო ნიჟარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“