ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა, ბიზნესი დააწიოკა, ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა – როგორი პარადოქსია

ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა, ბიზნესი დააწიოკა, ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა – როგორი პარადოქსია
ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვრის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა.
„ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა… როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა

არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები – ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში