არსებულ პირობებში, ავსტრია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება – ავსტრიის კანცლერი

არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა. კარლ ნეჰამერის განმარტებით, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს.
“არსებულ პირობებში, ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. ს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს”, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბანკი, რომელიც სექტორის ერთ მესამედზე გაცილებით მეტს ფლობს, პასუხისმგებლობას იღებს იმ სიძულვილზე და ზიზღის ენაზე, რომელსაც ეს ქალბატონი აჟღერებს. მნიშვნელოვანია, TBC ბანკი გაემიჯნოს ასეთ ადამიანებს