“ჩავერთე მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს ჩვენს პროფესიას”- აჩიკო ნიჟარაძე

მომღერალი, აჩიკო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში ჩაერთო.

“უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის.

სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიყვარულს. ბედნიერი ვარ რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება,” – წერს აჩიკო ნიჟარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს