დარწმუნებული ვარ გავა წლები და ეს ადამიანი მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი – მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

აღიარება და ცინიზმი – ასე აფასებს ს განცხადებას “მოლოტოვის კოქტეილის” სროლასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე . მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
“ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება. მაგრამ, როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ესე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც ამას აქეზებენ, ამას ამართლებენ.
შესაბამისად, ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ცინიკური დამოკიდებულება, რაც არის უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხარო. მე დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ, არის წარმოუდგენელი და უპატიებელი,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს

პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“ აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა

უკრაინელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ცდილობენ, ციხიდან ომში წასვლის სანაცვლოდ გათავისუფლებული კრიმინალები არიან. ისინი ჯერ რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ახლა ლარსიდან საზღვრის კვეთას ცდილობენ