ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული – ხატია დეკანოიძე

ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუს შემდეგ საქმე კიდევ ერთხელ შეაფასეს პოლიტიკოსებმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლაზარეს დაკავება სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელდა.
“მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ლაზარეს დაკავება, კონკრეტულად მოხდა იმ სტიგმების გასაღრმავებლად, რომელიც ხელისუფლებამ გააღრმავა. ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული. მე, ჯერჯერობით, კონკრეტული სამხილები არ მინახავს. რაც შეეხება, იყო თუ არა ეს აღიარებითი ჩვენება, ამაზე ალბათ განმარტებას ადვოკატი გააკეთებს,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებულმა, 21 წლის ლაზარე გირგორიადისმა, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან, “ინტერპრესნიუსის” კითხვებს უპასუხა.
“მე ვისროლე “მოლოტოვი”… მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და babuska boi-ს მოვასმენინებ” – აღნიშნავს გირგორიადისი.

ასევე დაგაინტერესებთ

როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა ჩვენ. ოჯახმა ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი – ციცინო შავაძე

თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით