გორში სასწრაფო დახმარების ავტომობილი და საპატრულო ეკიპაჟი ერთმანეთს შეეჯახა. ამ დროს ექიმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სხვა ჯგუფი გამოიძახეს – პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მსგავს საქმეებს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს, საქართველოს პროკურატურა იძიებს.
