უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს კონგრესში მივიდა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს სენატორებთან და კონგრესმენებთან. რამდენიმე წუთში ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს.
ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.