“საინაუგურაციო კონსტიტუცია” სამ ცალად – რას ამბობს პაპუაშვილი ყაველაშვილი ინაუგურაციაზე

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება.
“ინაუგურაცია გაიმართება პარლამენტში, კერძოდ, სხდომათა დარბაზში ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 40 წუთი, დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის გამოყენებული იქნება ზუსტად ეს ეგზემპლარი, ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. დამზადდა მისი თანაბარწონადი 3 ასლი, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს”, – ამბობს პაპუაშვილი.
ცნობილია, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს პარლამენტში მედიისთვის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს. პირდაპირ ეთერს პარლამენტი უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ