სერგეი ლავროვი – საფრანგეთმა რუსეთს უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის გვერდის ავლით გამართვა შესთავაზა

რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო წინადადებები უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის ს მონაწილეობის გარეშე დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების მხრიდან დახურული არხებით მომართვა: „მოდით, ხელი შევუწყოთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე“, სხვათა შორის, ყოველგვარი უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, პარიზიდან მისული ასეთი სიგნალები არღვევს დასავლეთის წესს იმის შესახებ, რომ „არც ერთი სიტყვა ზე უკრაინის გარეშე“.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი ასევე არის უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატორი და ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს.
„ასეთი ორაზროვანი ქცევა არ იწვევს სერიოზულად აღქმის სურვილს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება