პარლამენტში ჩუმად შეიპარებიან და გალა კონცერტს გამართავენ – ხაბეიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე

“გალა კონცერტი” – ასე აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ყაველაშვილის ინაუგურაციას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსული ხელისუფლება სულ იზოლაციაშია და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მათ მათივე მომხრე პარტნიორებიც კი აღარ აღიარებენ.
სრული იზოლაცია აქვს რუსული ოცნების ხელისუფლებას და პრეზიდენტს. ვხედავთ, რომ მათი პარტნიორებიც კი არ აღიარებენ. ისინი რასაც ინაუგურაციას ეძახიან, ეგ არის გალა კონცერტი საქართველოს პარლამენტის შენობაში. არანაირი ინაუგურაცია არ იქნება. იქნება სამხიარულო გალა კონცერტი ხარებას ბანდფორმირებების გარშემორტყმული ნიღბიანებით დაცული ხალხი. ჩუმად შეიპარებიან და რაღაცას აღნიშნავენ, რომ რაღაც უხარიათ. ამასობაში, აბსოლუტურად სხვა რეალობაა ქვეყანაში და ვხედავთ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაშია „ქართული ოცნება“ მოქცეული, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ს ლეტიგიმურობას “ქართული ოცნების” მოკავშირეებიც კი არ აღიარებენ. რეჟიმი სრულ იზოლაციაშია. ს მიერ პრეზიდენტად გამწესებულ ყაველაშვილს ამ დრომდე მილოცვა არ მიუღია არც უნგრეთიდან და არც დან. აღიარება არ არის არც ევროკავშირისგან. ოლიგარქის მიერ პრეზიდენტად დანიშნულ ყაველაშვილს არ ულოცავს არც შეერთებული შტატები, არც ბრიტანეთი და არც კანადა. მმართველობის 12 წლისთავზე ოლიგარქის რეჟიმი ავტოკრატი ლიდერების კლუბში აღმოჩნდა.