საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „ივერია ფრანსთან“ (მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
„GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:
· გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
· შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს შპს „ივერია ფრანსის“ ყველა სარეალიზაციო მაღაზიაში;
· უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება და ა.შ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, 1 თვის ვადა განესაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
