ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2024

რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე
რისთვის იქმნება საზოგადოებრივი ასამბლეა და რა ფუნქცია ექნება პოლიტიკური კრიზისის პერიოდში
“სააკაშვილი ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი გახდა, “იმედით” ტლიკინებს” – გიორგი გახარია
* * *
რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე
“ქართულმა ოცნებამ” 20 იანვართან დაკავშირებით როტორიკა შეცვალა – მმართველი პარტია -ს არჩეული პრეზიდენტის ს ინაუგურაციაზე ძველებურად დიდ იმედებს აღარ ამყარებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ტრამპი რეალურად არაფერს არ შეცვლის “ოცნების” სასიკეთოდ. თავად “ოცნების” განცხადებებში ახალი ტერმინი “დიფ სთეითი” გაჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თუ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი “დიფ სთეითისგან” გათავისუფლდება”, ეს საქართველოზეც დადებითად აისახება. “ეს იდეა თავიდანვე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება”,- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. 24 დეკემბერს დედაქალაქის მერმა მ განაცხადა, რომ ჩვენს გასაკეთებელს არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული სახელწიფოს წარმომადგენელი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ “დიფ სთეითი” დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, რა გავლენები აქვს მას, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია…” – განაცხადა კალაძემ, 15 დეკემბერს კი კალაძემ თქვა, რომ აშშ-ს სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაფერი 20 იანვრის მერე დასრულდება. “20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში. სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა… დღეს, რაც ხდება არის უსამართლობის სრული პიკი, ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის”, – თქვა კალაძემ. “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მ კი 23 დეკემბერს განაცხადა, რომ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვარზე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – “დიფ სთეითის” დამარცხება. ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სთეითს” და რას გულისხმობენ ამაში – როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, , პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი… შესაბამისად, ეს არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, ამ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პრემიერ-მინისტრმა მ კი 22 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედოვნებს, “დიფ სთეითის” პრობლემა “სრულიად დაიძლევა”, – განაგრძობს გამოცემა.
“რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით “დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება”, – განაცხადა პრემიერმა. 9 დეკემბერს კი მ განაცხადა, რომ ოპოზიციას 20 იანვრის ეშინია და “ოცნება” ოპტიმისტურადაა განწყობილი. “20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით, “ოცნება პირიქით, ოპტიმისტურად არის განწყობილი”, – დასძენს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ 20 იანვარზე ოპტიმისტური მოლოდინი და განცხადებები პროპაგანდის ნაწილი იყო და თავად კარგად იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ოცნების” მიმართ ლოიალური არ იქნება. “ეს იდეა თავიდავნე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. 28 ნოემბრიდან 20 იანვრამდე ფაქტიურად ორი თვე იყო დარჩენილი და ხელისუფლებას პროპაგანდისთვის ნამდვილად აწყობდა. მშვენივრად იცოდნენ და ჩვენც ვიცოდით, რომ ასეთი იმედები ფუჭი იყო. ახლა უკვე 20 იანვარი მოდის და ხელის გულზეა და იქამდე რომ ეს ელაპარაკათ, ტრამპისა და მისი პოზიციისადმი აღვირახსნილი პროპაგანდა გაეწიათ და იანვრის შემდეგ უცებ გამოჩნდებოდა, რომ თურმე ასე არაა, ეს უფრო ცუდად იმოქმედებდა, ახლა პროპაგანდას ნელ-ნელა დაბლა უშვებენ და თან ცდილობენ შეცვალონ ამ განცხადების და პროპაგანდის შინაარსი”, – მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “ახლა ამბობენ, რომ თუ გაამართლებს ტრამპი ჩვენს იმედებს ხომ კარგი, თუ არა და ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთო”, – წერს სტატიის ავტორი.
“უკვე დაიწყეს არა მარტო შერბილება, არამედ იმ პროპაგანდისტული თეორიის უარყოფა, რაც მათ ჰქინდათ, თორემ თვითონაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არანაირი ტრამპის მოსვლა ჩვენთან ურთიერთიბაში არაფერს არ შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრატეგიულ მეგობარ აშშ-ს სტრატეგიული მეგობარ ჩინეთით ანაცვლებ და ამაზე იმედები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კეთილგანწყობილი იქნება, ეს ხომ გამორიცხულია? ამისთვის პოლიტოლოგობაც არაა საჭირო. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა ძაბირაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის თქმით, ადრე უფრო მძიმე სიტუაცია იყო და ოპტიმისტური განცხადებები უფრო საჭირო იყო. “ახლა სიტუაცია შერბილდა, ასეთი მკვეთრი განცხადებების აუცილებლობა აღარაა და დაიწყო უკვე ზრუნვა იმაზე, რომ არ აღმოჩნდეს მოსახლეობა უფრო დიდ მოლოდინში, ვიდრე რეალობას შეესაბამება. რა თქმა უნდა, ისედაც ცხადი იყო, რომ 20 იანვარი არარეალური თარიღია – როგორ წარმოგვედინა ახლა, ტრამპი ფიცს დადებდა, მერე შეტრიალდებოდა და იტყოდა საქართველოში რა ხდებაო? ალბათ მართლაც ბევრმა იფირა, რომ ტრამპი როგორც კი ფიცს დადებს, გონება პირდაპირ საქართველოსკენ გაექცეოდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და ეგ არც იგულისხმებოდა”, – აღიარებს საყვარელიძე”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება”,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” ეს მირაჟიც უქრება”. “რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ. ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს. თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება”, – ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება”,- წერს ნიკა მელია”, – დასძენს სტატიის ავტორი.
რისთვის იქმნება საზოგადოებრივი ასამბლეა და რა ფუნქცია ექნება პოლიტიკური კრიზისის პერიოდში
“სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას უყრის საფუძველს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია: სამართლიანი და თავისუფალი ს ჩატარების ხელშეწყობა, დაკავებულების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფს შეუძლია იდეის გაზიარება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სავარაუდოდ, ამ ასამბლეაში იქნებიან ის ადამიანები გაერთიანებული, რომელთაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სურვილი აქვთ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ახალი ინიციატივა სერიოზულად არ აღიქმება და შესაბამისად, არანაირი მომავალი არ აქვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის იქმნება საზოგადოებრივი ასამბლეა და რა ფუნქცია ექნება პოლიტიკური კრიზისის პერიოდში.
“სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყოვედღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც. არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე”, – ნათქვამია ასამბლეის მემორანდუმში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მიზნად ვისახავთ რა, მშიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს. მიგვაჩნია რა, კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება; ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის პლატფორმის, საქართველოს საზოგადოებრივი ანამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას, გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს”, – აღნიშნულია ასამბლეის მემორანდუმში”, – განაგრძობს გამოცემა.
“არ ვიცი რა ფუნქცია ექნება ამ ასამბლეას, ალბათ დრო აჩვენებს. ეს არის მონდომებული ადამიანების ინიციატივა იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ცდილობენ ამაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ჯერჯერობით, ამაზე ადამიანი ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერ იტყვის. ამ ეტაპზე ყველაფერი გაურკვეველია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მაგათ შეიძლება საკუთარ თავს დაარქვან გაეროს ასამბლეა, ეგზოტიკურ ცხოველთა ასამბლეა და ა.შ. მეტი რა შეიძლება იმ ადამიანებს უწოდო, რომლებიც 300 ათასი ხმის გაყალბებაზე ლაპარაკობენ 2 მილიონ 120 ათას კაცში. თავად არიან სასაცილოები, ვინაიდან საქართველოში არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულია და ჩატარდება 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. ახლა, რაც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა ირბინონ და “ლეიბები” დააწყონ რუსთაველზე, ეს საქმე დასრულებულია, რადგან ეუთო/ოდირის დასკვნაში, რასაც ესენი ლაპარაკობენ არც ერთზე მასში საუბარი არაა. და ამაზე თუ გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები ლაპარაკობენ, ამათმა წაიყვანონ და სადაც უნდათ იქ ჩაატარონ არჩევნები. როგორ შეიძლება საერთოდ ამათზე საუბარი”, – მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.
“სააკაშვილი ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი გახდა, “იმედით” ტლიკინებს” – გიორგი გახარია
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპულ ტრაექტორიაზეა დასაბრუნებელი: “ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ არჩევნები ახლიდან არის დასანიში და ქვეყანა ევროპულ ტრაექტორიაზეა დასაბრუნებელი. რა თქმა უნდა, პირველ და მთავარ ამოცანად რჩება მძვლები, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან. ისინი უპირობოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები”. ექსპრემიერი სალომე ზურაბიშვილი მიერ დაანონსებულ საბჭოსაც შეეხო: “სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული საბჭო ჯერ არ შექმნილა. ამაზე მხოლოდ ლაპარაკი იყო. როდესაც შეიქმნება, ჩვენ იქ ვიქნებით”, – თქვა გახარიამ”, – წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სააკაშვილი ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი გახდა, “იმედით” ტლიკინებს” – გიორგი გახარია.
“აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია, არის საკითხები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. 29 დეკემბერს არც ცხოვრება მთავრდება და არც ახალი საქართველის მშენებლობა იწყება. 29-ში ქალბატონი პრეზიდენტი რას იზამს, მე არ ვიცი. რაც არ ვიცი, იმაზე როგორ ვილაპარაკო. ივანიშვილის დაპატიჟება მოულოდნელი სიურპრიზი იყო. წარმოდგენა არ მქონდა ამაზე. რა თქმა უნდა, ქალბატონი პრეზიდენტსამის უფლება აქვს. ამიტომ რა იქნება 29-ის მერე არავინ იცის, გახარიამ ასევე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და “ტლიკინი” დაუწუნა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის დათხოვის შესახებ წინადადება მსმენია. არ ვიცი, ვინაა ავტორი, მაგრამ სრული სისულელეა. ამის განხილვა ქალბატონი პრეზიდენტს და თავად პროცესს აყენებს ძალიან დიდი რისკების ქვეშ. ვიღაცები ბევრს ჭორაობენ, ავიწყდებათ ერთი რამ – ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად, ესეც აახალგაზრდების დამსახურებაა. იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან. მიშა სააკაშვილის დამსახურები კი არ არის, რომელიც ტლიკინებს “იმედით” და ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი სასარგებლო იდიოტი გახდა”- ამბობს გახარია, რომლის თქმით, “სააკაშვილი ათას სისულელეს ტლიკინებს და ცდილობს დააზიანოს ის პროცესი, რომელიც ქუჩაშია”, – დასძენს გამოცემა.