„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, ს 7 მოქალაქე და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 დაიღუპა და 3 გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი – ქვეყნის წინსვლა