ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ
მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია, – განაცხადა -ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.
წამყვანმა მას ჰკითხა: „გათვალისწინებით იმისა, რაც ვიცით, ცვალებადი საერთაშორისო სისტემის ფონზე, დამეთანხმებით ალბათ, რომ ვხედავთ თუ როგორ ხდება ერთპოლუსიანიდან მრავალპოლუსიან სამყაროზე გადასვლა. ეს ხდება დამოუკიდებლად იმისგან თუ რა ნაბიჯების გადადგმა სურს და არ სურს ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების შედარებითი ძალა შემცირებულია, ჩინეთის აღზევება კი ყოველთვის წარმოადგენდა ვაშინგტონისთვის გამოწვევას, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რეგიონული თვალსაზრისით მეტად გაძლიერებულია და აჩვენებს მზადყოფნას, რომ დაიცვას საკუთარი ე.წ. წითელი ხაზები. საბოლოო ჯამში, ეს ვაშინგტონისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ჩვენ ვცხოვრობთ მრავალპოლუსიან სამყაროში და ეს კი ალბათ დააცხრობს იმ აღტყინებასა და ავანტიურიზმს, რომელიც ასეა ჩაბუდებული ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკურ ელიტაში. მათ შეიძლება არ უნდოდეთ, მაგრამ მოუწიოთ ამის გაკეთება. თუ ტრამპი უფრო ღრმად შეძლებს ჩაეძიოს ამ მოცემულობაში, ის შეძლებს თამამი ნაბიჯების გადადგმას, რომ შეაჩეროს ან შეანელოს ნაცნობი პოლიტიკა უკრაინელების, ქართველების, რუსების მიმართ. ეს მისი ადმინისტრაციისთვის დიდი გამარჯვება იქნება. მსურს გკითხოთ ატაკამსების თაობაზე – ერთ-ერთი პირველი რაც ვიფიქრე როგორც კი შევიტყვე უკრაინისათვის შესაბამისი ნებართვის მიცემის თაობაზე, ვიეჭვე – ბაიდენი ამას ტრამპისთვის ცხოვრების გართულების მიზნით ხომ არ აკეთებსო თქო, რას ფიქრობთ?“
თავის მხრივ, როგორც პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა აღნიშნა, მიაჩნია, რომ ბაიდენის მიზანი ტრამპისთვის ხელისშეშლა.
იყენებს ბრიტანული წარმოების სარაკეტო შეიარაღებასაც. მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ. ჩვენს ყველა მოთხოვნას ასრულებენ, მგონია რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო შეიარაღების გადაცემის საკითხი ცოტათი გაბუქებულია. ვლადიმირ პუტინმა და სერგეი ლავროვმა აჩვენეს, რომ რაციონალური მიდგომა აქვთ და იმედი მაქვს ეს ასე იქნება მომავალშიც. ატაკამსის რადიუსი 300 კილომეტრია – ეს რუსეთის ზომის სახელმწიფოსთვის არაფერია, მაგრამ მათ ნამდვილად შეუძლიათ ეს ესკალაციად შეაფასონ, ვინაიდან ეს უკვე სხვა მოცემულობაა. ყველამ იცის, მე ვიცი, რომ ამ შეიარაღების გამოყენების მიზნით აუცილებელია ამერიკული სატელიტების გამოყენება და ფრონტზე ამერიკული ჯარების ყოფნა, იგივე ეხება ბრიტანულ სარაკეტო შეიარაღებასაც და ნებისმიერ სხვა ამ სახის შეიარაღებას. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ომში ჩავებით. პუტინი კი კატეგორიულია, რადგან საერთაშორისო სამართლისა და საომარი კანონზომიერების, გნებავთ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის გათვალისწინებით, მას საპასუხო დარტყმის უფლება აქვს. უფლება აქვს ნატოზე საპასუხო დარტყმის განხორციელების. თუ პუტინი მის ერთ-ერთ ჰიპერბგერით რაკეტას ლონდონს ესვრის, ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ლეგიტიმური ნაბიჯი იქნება. არამგონია რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგას, ის არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ის ჭკვიანია, მაგრამ დესტაბილიზაცია სახეზეა და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ ვაშინგტონი შეიშალა“, – აღნიშნა მან.
ლაშა კასრაძემ მას ასევე ჰკითხა:„ დიახ, დემოკრატიის იარაღის ლულით გავრცელება, ღირებულებებზე დაფუძნებული, ნორმატიული საგარეო პოლიტიკა – საპირისპირო შედეგის მომტანი გამოდგა. საქართველოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ამერიკის ნორმატიულმა საგარეო პოლიტიკამ გააძლიერა არასამთავრობო სექტორი საქართველოში“.
პოლკოვნიკ ლოურენს უილკერსონის თქმით, ეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყველაზე თანამედროვე იარაღია.
„უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის დაახლოებით პირველ წელს გადაწყდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფილტრაცია, ან მათთვის ისეთი მისიის დაკისრება რომლის თაობაზეც შეიძლება მათ თავად არც იციან არაფერი. ეს მისიები კი „დემოკრატიის წინსვლის“ სახელით იქმნება“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა.