მამუკა მდინარაძე: თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, ამ მიმართულებით ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება – ე.წ. ქართული ოპოზიცია დიდი ძალების აგენტები და ინსტრუმენტები არიან

მამუკა მდინარაძე: თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, ამ მიმართულებით ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება – ე.წ. ქართული ოპოზიცია დიდი ძალების აგენტები და ინსტრუმენტები არიან
ტრამპის მთავარი დაპირება იყო ომის დასრულება და „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ რომ გვამუნათებდნენ და ვითომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდან „გლობალური ომის პარტია“, ზოგიერთებმა ჩვენზე, ყოველ შემთხვევაში, ჩემზე კარგად იციან, სად რა ხდება, – განცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, გადაცემაში „იმედი LIVE”.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალურმა ოპოზიციამ „დიფ სტეიტი“ და „გლობალური ომის პარტია“ ხუმრობის საგნად აქციეს, მაშინ, როდესაც ამაზე ალაპარაკდნენ ილონ მასკი, რობერტ კენედი უმცროსი, ჯეფრი საქსი და ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი.
„ეს რომ საღლიცინო თემად გახადეს, ამაზე ალაპარაკდნენ მასკი, ტრამპის მომავალ კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრი, ჯეფრი საქსი, ექსპერტები, ანალიტიკოსები – უამრავი ადამიანი, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენლები. მათ, ერთ შემთხვევაში „დემოკრატებს“, სხვადასხვა ძალებს უწოდეს „ომის პარტია“. ჩვენ სიტყვა გლობალურს ვამატებდით, რომ გაეგო ყველას, ქვეყნის გარეთ ძალებზე ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ადგილობრივი ომის პარტია ჩვენ დავარქვით და სწორადაც დავარქვით „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამის კლასტერს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, თუ მოახერხებს „დიფ სტეიტის“ დამარცხებას, ეს საქართველოზეც აისახება, ვინაიდან, ამ მიმართულებით ზეწოლა შესუსტდება. მისივე თქმით, თუ მოხდა ისე, რომ ტრამპმა ვერ შეძლო არაფორმალური გავლენების დამარცხება, საქართველო ამისთვისაც მზად არის.
„თუ ტრამპი მოახერხებს და ვიმედოვნებთ, რომ მოახერხებს თავისი დაპირების შესრულებას, დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, რას ნიშნავს ამერიკულ ბიუროკრატიაში არაფორმალურ გავლენებს. შესაბამისად, ეს გავლენები ხომ ვიღაცას ეკუთვნის – ზოგი კლინტონს ასახელებს, ზოგი სამხედრო ინდუსტრიას – დავანებოთ ამაზე ლაპარაკს თავი, აქაც ვუფრთხილდებით, რომ წითელ ხაზებს არ გადავიდეთ. ამ გავლენების ავტორების გავლენები თუ შესუსტდება, შესაბამისად, ზეწოლაც ამ მიმართულებით საქართველოზე შესუსტდება. იქით მხარეს დგას არა ეს ხალხი, ე.წ. ქართული ოპოზიცია – ესენი მათი აგენტები და ინსტრუმენტები არიან, ვისაც ვეჭიდავებოდით – დიდ ძალებს. რთულად წარმოსადგენი იყო ვინც იცოდა ვის ვებრძოდით, იმასთან ბრძოლაში ასე გამოვიდოდით მყარად გამარჯვებულები, დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. როგორც მინიმუმ, რაღაც გავლენები „დიფ სტეიტში“ ამ ომის პარტიის, გლობალური ძალების, რომლებსაც გავლენები აქვთ ამერიკულ ბიუროკრატიაში, უნდა შესუსტდეს. თუ ეს დანაპირები შესრულდა, ბუნებრივია, გაცილებით უკეთ გვექნება საქმე, იმიტომ, რომ წნეხი მოიხსნება. რამდენადაც შესუსტდება, იმდენად მოიხსნება. საერთოდ აღმოიფხვრება? – ამ მიმართულებით წნეხი აღარ იქნება საერთოდ.
მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, გავაგრძელებთ. ჩვენ მყარად ვდგავართ, ამ შემთხვევაშიც, უფრო მეტი ბრძოლა, უფრო მეტის გაძლება, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.