მამუკა მდინარაძე: შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია – საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია – საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა
ვითარება შეიძლება დიდი ალბათობით შეიცვალოს პოზიტიურისკენ და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“.
დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში მან ისაუბრა -ის არჩეულ პრეზიდენტზეც და განმარტა, რატომ აქვს მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები ამ მხრივ.
„3 ფაქტორი გამოიკვეთა ბოლო პერიოდში საქართველოსთან ურთიერთობაში 1. ომის ფაქტორი და მთელი პიარკამპანიები ჩატარდა, საიდან მოიგონეს ომიო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ საომარი მოქმედებებისკენ, კულისებში რა ხდებოდა, ფაქტების დონეზე ვიცი, რომ ამას პირდაპირ გვთხოვდნენ. მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ. ფაქტობრივი გარემოებებით მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენ ომს გვთხოვდნენ. გლობალური ინტერესი არის, რომ დასუსტდეს, შეიძლება მშვენიერი ინტერესი იყოს, მაგრამ, ამ შემთხვევაში გამოყენება საქართველოსი, რომელიც სისხლისგან კი არ დაიცლება, წამსვე განადგურდება, ეს არის ქვეყნის განადგურება. შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა. 2. მდიდარი ენჯეოები პირდაპირ იყო დაკავშირებული რაღაც ძალებთან და ეს საკითხი იყო მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ორჯერ სცადეს რევოლუცია. როგორც კი გამჭვირვალე გახდება ამ ხალხის დაფინანსება, მათ ეცლებათ ბერკეტი, როცა უნდათ მოაწყონ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ანუ, რუსეთთან იომე – არ ვომობ, მაშინ გადაგატრიალებ და ვინც მოვა, ის იომებს – ეს ბერკეტი გამოვაცალეთ. 3. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც იმ „ტრენდულ“ საკითხს ჩეხავდა, რასაც ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა ჰქვია. ეს სამი საკითხი იყო და არის გამოკვეთილი. ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინი – სამივე საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ბატონ ტრამპს და მის მომავალ ადმინისტრაციას“, – განაცხადა მდინარაძემ.