“ბექაურის “ბოკვერზე” გაცილებით დიდი პრობლემა ესაა, რასაც მისი მწვრთნელი ამბობს. ეგ არის მართლა დიდი პრობლემა.
რას ჰქვია “ამხელა დამსახურებები”?
სიტყვაზე, ქართველ ფიზიკოს გია დვალს ნაკლები დამსახურება აქვს? უბრალოდ დვალის ნაშრომი “4D gravity on a brane in 5D Minkowski space” მხოლოდ 20-მდე ადამიანისთვის არის გასაგები ქვეყანაში და ტალახაძე შტანგას რომ აწევს და ბექაური იპონზე დადებს კაცს, ეგ ყველასთვის გასაგებია.
მინიმუმ 3 ფიზიკოსი ახლო წრიდან შემიძლია ჩამოვთვალო, ვისაც: საქართველოს სახელი გარეთ გააქვს (ეგ ხომ სულ გვესმის “სპორცმენებზე”); სამშობლოსთვის სხვებზე მეტს აკეთებს და ასე შემდეგ; მაგრამ არავინ ხვდება აეროპორტში, არ ჩუქნიან მილიონებს, მანქანებს, მიწებს.
კიბოს წამალი რომ მოიგონოს ქართველმა მეცნიერმა და ტალახაძემ წინა რეკორდზე 500 გრამით მეტი აწიოს, როგორ ფიქრობთ, რომელ ამბავს უფრო აიტაცებენ და ვის დააჯილდოვებს “სახელმწიფო”, “კრისტალბეტი”, სხვა ტოტალიზატორები თუ სამშენებლო კომპანიები?
“ჩემთვის ლომკაცია და ლომი უნდა ჰყავდეს” ლოგიკას თუ გავყვებით და “დიდი ამბავი”, რაღაც კანონი თუ დაარღვია, მაშინ საერთოდ 9 ქალწული მივართვათ.
მოდი საერთოდ წესიც კი დავაწესოთ – 1 ოლიმპიური ოქრო – 4 ნარჩევი ქალწული. 2 ოქრო – 9. ვერცხლის მედალი – 3. ბრინჯაო – 1 ქალწული.
სიმართლე კი ისაა, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს”- წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე ზურაბ ფარჯიანი.