ბოკუჩავა მელიაზე: მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ს მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მან მიხეილ სააკაშვილთან “შეჯიბრი” დაიწყო. ამის შესახებ ბოკუჩავამ გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა.
“ნიკა მელია ძალიან ხშირად აპელირებს ხოლმე და იყენებს სიტყვა სიმართლეს და თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს, მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი, მათ შორის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილთან. თუმცა ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო პრეზიდენტი სააკაშვილის პარტიაში და დაიჯერა, რომ ის იქნებოდა და იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ალტერნატივა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ეს იყო რეალობისგან შორს მდგარი მოცემულობა, რაზეც მე გულწრფელად, არაერთხელ მქონია მასთან საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მან არ გაიზიარა და არ გაიაზრა ეს მოცემულობა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. 7 დეკემბერს მან აღნიშნა, რომ სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს და ახალი პარტია “გონივრულ ვადაში” დაფუძნდება.