,,შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო პრეზიდენტად უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო“ – რუხაძე ყაველაშვილზე

სახელისუფლებო ტელევიზია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ს კანდიდატურა შეცდომა იყო.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი სთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს”, – ამბობს რუხაძე “იმედისთვის” მიცემულ კომენტარში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!