თუ არ გჯერა, რომ საქართველოსგან რეალურად ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საგიჟეთია და არაფერში ჯდება – რუხაძე
თუ თავიდან რაღაც პერიოდში პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საგიჟეთია და არაფერში ჯდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელიმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრის შეფასებისას “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი რუხაძე თვლის, რომ თუ იქ დამსწრე ბიზნესმენები არ ეთანხმებიან პრემიერის პირველ განცხადებას საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის მოთხოვნას, მაშინ მმართველი ძალის ყველა შემდგომი მოთხოვნა საგიჟეთია და არაფერში ჯდება.
“პრემიერმა დეტალურად და ვრცლად მოყვა ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს, რომელსაც მე დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება ყველა ნიუანსს არა, მაგრამ დიდწილად ვეთანხმები. ამას ყველანი გულისყურით ვუსმენდით. ამის მერე მე პრემიერს ვუთხარი, რომ მის მიერ მოყოლილი ისტორია ძალიან რთულია, ის რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით არ უნდა ითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან რატომღაც ყველანი გეთანხმებით. ჩვენ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ოთახში ამას ხალხი ეთანხმება.
ისტორია ასეთია: უკრაინაში დაიწყო ომი, რა დროსაც საქართველოს სთხოვეს ამ ომში ჩართვა და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და დიდი სანქციების დაწესებაზე, რაღაც სანქციები დაწესებული გვაქვს, მაგრამ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნიდან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ფაქტობრივად ომს რუსეთთან და ეხმარებოდნენ უკრაინას ფინანსურად, იარაღით და ა.შ. ეს ამ ისტორიის დასაწყისია. ამის შემდეგ რაც ხდება საქართველო ფართხა-ფურთხით შეგვაგდეს და გვითხრეს, რომ შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიდატობაზე…მანამდე – ომის დაწყებამდე საქართველოს ეუბნებოდნენ, რომ საერთოდ არ მოხვიდეთ თქვენს წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ მოხვიდეთ და არ დაგველაპარაკოთო. ომი, რომ მოხდა და საქართველო რომ „ცუდად“ მოიქცა, რაღაც არ გააკეთა, რაც მისგან უნდოდათ, უცებ დაგვაჯილდოვეს და გვითხრეს, მოდი ახლა სწრაფად განვიხილავთ ამ თქვენს კანდიდატობის განცხადებას. ამას მოჰყვა ის, რომ განაცხადზე უარი გვითხრეს. ამ პერიოდში მოხდა ორი გადატრიალების მცდელობა საქართველოში, არ ვიცი რა მცდელობა იყო, მაგრამ უზარმაზარი დემონსტრაციები, რომლებიც დღესაც მიდის… ორი იყო მაგ პერიოდში [გაზაფხულზე]… პირველი იყო იმაზე, რომ უკრაინის ომში წასვლის მოხალისეები არ დააფინანსა მთავრობამ, იმ დონეზე რომ NGO-ები იყვნენ გარეთ და იძახდნენ მთავრობა გადადგეს, ღარიბაშვილი გადადგეს და ჩვენ ტექნიკურ მთავრობას შევქმნით და მოვალთო; მეორე იყო, როდესაც არ მიგვიღეს – ამან ყველაფერმა გაიარა, საქართველომ გაძლო და აქ ფუნდამენტალური ძვრები არ მოხდა, ამის შემდეგ გამოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩვენ თურმე მოლდოვასაც და უკრაინასაც ვაჯობეთ. ამიტომ აბსოლუტურად აუხსნელი იყო ჩვენ რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ამის ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება რომ საქართველო ისჯებოდა – ამას ვყვები დაახლოებით იმას, რაც პრემიერმა მოყვა – მერე ხდება კანონი, კანონის მოტრიალება, სხვადასხვა რაღაცეები, განცხადება, არჩევნები გაყალბდა/არ გაყალბდა – ეს საკმაოდ რთული და გრძელი ისტორიაა, რომლის პრემიერმა მოყვა. მე უბრალოდ ვთქვი და რაღაც პერიოდში გავიმეორე – შენ თუ თავიდან რაღაც პერიოდში პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოს რეალურად ამ ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა არის საგიჟეთია და არაფერში ჯდება. ის, რომ დასავლეთს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა – მე ვთქვი, რომ ეს არაფერში ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა. ეს ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო. მე ვთქვი, რომ ეს ურთულესი ისტორიაა, რასაც თქვენ ყვებით ბატონო პრემიერო და ზუსტად ვიცი, რომ ამ ოჯახში ზის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფრის არ სჯერა, იმიტომ კი არა რომ ცუდები ან კარგები არიან, არამედ იმიტომ რომ… მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომელთაც შემიძლია ვაჩვენო ჰილარი კლინტონმა რა თქვა, აქ რა წერია, იქ რა წერია და მიჭირს ამის დამტკიცება… – რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით და ასე თუ გჯერა, მაშინ ყველაფერი შემდეგი – იწყებ ფიქრს – რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავარ, მარსზე ხომ არ მიმაფრენენ… მე ამაზე ვუთხარი, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამას ჰყვება პირველი ნაწილი კარგად უნდა იყოს ახსნილი და ჩემი მხრიდან შევეცადე…. ომი რომ დაიწყო უკრაინაში ეს უბედურებაა, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენთვისაც“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.