რატი იონათამიშვილი ნანა დიხამინჯიაზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, სთან სიტყვიერ დაპირისპირებისას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე.
„ეს ადამიანი არგუმენტებში გაცამტვერდა. მას უნდოდა, რომ მამუკა მდინარაძის მიმართ ხელოვნური ვიდეო დაედგა და საბოლოო ჯამში რა შედეგიც მიიღო ვნახეთ – დგას და ბოდიშს იხდის – ასეთ პოლემიკაში ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ და დაზეპირებული მესიჯბოქსებით გამოდიან მხოლოდ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე და როდესაც შენს ეროვნულობას სიმართლეს უპირისპირებ, ლიბერალური ფაშიზმი ნადგურდება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა