ირაკლი კირცხალია: დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო და თავისი ლობისტები მოსწონს, თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს

ყველა მეგობარს და პარტნიორს მადლობა, რომელიც ობიექტურად და საღად აფასებს ჩვენს მეგობრობას, საღად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„დესტრუქციულ ოპოზიციას მოსწონს მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო, თავისი ლობისტები. ამათთვის თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს, თავიანთი ლობიზმის იქით გეოპოლიტიკური რუკა არ არსებობს. ევროპის საბჭო არაფერს წარმოადგენსო, ვიღაც ანალიტიკოსები გვესაუბრებიან, ეს არის მათი ენა, რომ თვითონ, მარტო თავისი ლობისტები არიან და იმის იქით სამყარო მთავრდება და ეს არის მათი უბედურება და ზოგადად, აგენტის უბედურება სწორედ ეს არის, რომ რასაც გავალებენ, რომც არ გჯეროდეს ამის შინაგანად, ვალდებული ხარ შეასრულო“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს