ირაკლი კირცხალია: იმ დადგმულ პერფორმანსებს, რასაც ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, რაც ანონსდება ყველამ კარგად ვიცით, რომ არის იმ სცენარის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც აქ არის ჩამოსული როგორც წინასაარჩევნოდ, ისე პოსტსაარჩევნოდ

ირაკლი კირცხალია: იმ დადგმულ პერფორმანსებს, რასაც ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, რაც ანონსდება ყველამ კარგად ვიცით, რომ არის იმ სცენარის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც აქ არის ჩამოსული როგორც წინასაარჩევნოდ, ისე პოსტსაარჩევნოდ
იმ დადგმულ აქცია – პერფორმანსებს, რასაც ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, რაც ანონსდება ყველამ კარგად ვიცით, ქარდების სახით დებენ საათების მიხედვით, ხან ერთის მარში, ხან მეორეს მარში, ხან მესამეს მარში. ეს ყველაფერი არის იმ სცენარის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც აქ არის ჩამოსული როგორც წინასაარჩევნოდ, ისე პოსტსაარჩევნოდ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„პირდაპირ არის ვიდეოებში საუბარი დესტრუქციასთან და გაიდლაინებთან ერთად, მავნებლობებთან ერთად რაც უნდა აკეთოს ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ახალგაზრდების ჯგუფმა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა თუ პარტ. აქტივმა. ერთი -ერთი გაიდლაინია „ჯაჭვის“ კომპონენტი. ეს არის სრული ლუსტრაცია იმისა, რასაც ამდენი ხანი ვსაუბრობდით.
ჩვენ ვხედავთ როგორი კამპანია მიმდინარეობს მედიებში. როგორ აბულინგებენ სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებს. ამათი პარტიული ტელევიზიებიდან რაც გადმოედინება ბოლო თვეებია, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როგორც ეს ჯაჭვის თემაა, ასევეა მედიაზეც“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება