საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ის საარჩევნო კოლეგიაში “ქართული ოცნების“ 224-მა ხმოსანმა აირჩია. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ