ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა 57.96 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რომელშიც ლარის დეპოზიტები შემცირდა

ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით).
აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.