რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სასწავლო-საბრძოლო ცენტრებს გახსნის

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სასწავლო-საბრძოლო ცენტრებს გახსნის. შესაბამისი შეთანხმების რატიფიკაციას მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინმა.
შეთანხმებაში მითითებულია, რომ ერთობლივი ცენტრების მთავარი მიზნებია:
· ერთობლივი სამხედრო მომზადება;
· გამოცდილების გაცვლა არსებული იარაღის, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის საბრძოლო გამოყენების შესახებ;
· იარაღის, სამხედრო და სპეცტექნიკის ნიმუშებზე მუშაობის პრაქტიკული უნარების ამაღლება;
· მხარეთა შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადება.
გარდა ამისა ცენტრებში არსებული კონტინგენტი და მოძრავი ქონება თავისუფლდება გადასახადებისგან.