მილა – ხარისხის ახალი ნიშანი ქართულ ბაზარზე

მილა – ხარისხის ახალი ნიშანი ქართულ ბაზარზე
ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების ახალი ბრენდი – მილა – გამოჩნდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია იცნობენ, როგორც ხარისხსა და ფასს შორის საუკეთესო ბალანსის მქონე კომპანიას.
ფართო არჩევანი, 100%-ით საღი რძისგან დამზადებული პროდუქტები და ურყევი ხარისხი – სწორედ ეს მახასიათებლები მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად კომპანიის წარმომადგენლებს და ამაზე ჩვენთან საუბარშიც ამახვილებენ ყურადღებას.
რას წარმოადგენს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია მილა – რა არის მისი მთავარი მისია?
“მილას მთავარი მისია მარტივია – ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად, უცვლელად და სტაბილურად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად. ამ ორი მოცემულობის ერთგულება ბრენდს დაფუძნების დღიდან მოჰყვება და თითოეული ჩვენი ნაბიჯის საფუძველია დღემდე.”
რა გეგმები აქვს მილას ქართულ ბაზარზე?
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია ქართველმა მომხმარებელმა გაგვიცნოს და იგრძნოს ის ნდობა, რომელიც ჩვენი პროდუქციის მიმართ სხვა ქვეყნებში უკვე დიდი ხანია არსებობს. ბაზარზე ჩვენი მთავარი მისია მაღალი ხარისხის, საღი რძისგან დამზადებული პროდუქციის ყველაზე კონკურენტულ ფასად წარმოებაა.”
რითი განსხვავდება მილა რძის პროდუქტების მწარმოებელი სხვა კომპანიებისგან ქართულ ბაზარზე?
“განმასხვავებელი ფაქტორი ბევრია. ნაწილისგან პროდუქციის მრავალფეროვნება გამოგვარჩევს, ნაწილისგან კი წარმოების მეთოდები და გამოყენებული ინგრედიენტების ხარისხი. თუმცა, ჩვენი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ფასია, რომელიც საღი რძისგან დამზადებულ სხვა პროდუქტებს შორის, ყველაზე ხელმისაწვდომი და კონკურენტულია.”
რა პროდუქტებს სთავაზობს მილა ქართველ მომხმარებელს?
“ჩვენი პროდუქციის არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს რძეს, არაჟანს, იოგურტს, საბავშვო ხაზს, ლაბნეს, მდნარ ყველს, აირანს. ასევე, 2025 წელს მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.
სად შეეძლებათ თქვენს მომხმარებლებს მილას პროდუქციის შეძენა?
“მილას პროდუქცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია: “სპარში”, “კარფურში”, “ლიბრეში”, “გუდვილში”, “უნივერსამში”, “ფრესკოსა” და “ჯიბეში”.
2025 წლიდან “მილა” სხვა ქსელურ მაღაზიებშიც იქნება წარმოდგენილი.
რამდენად რთულია ბაზარზე სხვა, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა?
“ადგილობრივ მწარმოებლებს, როგორც წესი, აქვთ მომხმარებელთან ხანგრძლივი, ჩამოყალიბებული ურთიერთობისა და ნდობის უპირატესობა. შესაბამისად, არსებობს ერთგულება მათი ბრენდების მიმართ, რომელიც მათ საკმაოდ მყარ კონკურენტებად აყალიბებს. ადგილობრივი ბრენდები უფრო ახლოს არიან რეგიონულ გემოვნებასა თუ კულტურულ ღირებულებებთან. თუ პროდუქცია, რომელსაც აწარმოებ, არ ჯდება არსებულ გემოვნებაში და ზედმეტად დაშორებულია კულტურას, კონკურენციის გაწევაც რთულდება.
“თუმცა, მილას ძალიან კარგად ესმის მომხმარებელთან ამ ურთიერთობისა და ნდობის შენების საჭიროება ხანგრძლივ პერსპექტივაში და შესაბამისად, ბრენდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა აუდიტორიამ ცხადად დაინახოს ყველა ის უპირატესობა, რომელიც ჩვენს პროდუქციას აქვს.”
რა არის თქვენი მოკლე და გრძელ ვადიანი გეგმები?
“ჩვენი გეგმა უახლოესი მომავლისთვის ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაა, რასაც ძირითადად დაეთმობა ჩვენი დაგეგმილი სარეკლამო კამპანიები და აქტივობები. თუმცა, გრძელვადიანი და მთავარი გეგმა, რა თქმა უნდა, ბაზარზე სერიოზულ, კონკურენტულ ბრენდად ჩამოყალიბებაა, რომელიც იქცევა ქართველი მომხმარებლის მაღალი ხარისხის პროდუქციით მომარაგების მუდმივ წყაროდ.”
მილა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. თქვენი აზრით, რა არის ბიზნესის ასეთი წარმატების მთავარი მიზეზი?
“რძის პროდუქტების ინდუსტრიაში, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ მილას უცვლელი ხარისხია ის მთავარი საფუძველი, რასაც მომხმარებლის მთელი ნდობა ეფუძნება. მომხმარებელი პროდუქტს ძირითადად სწორედ გემოსა და სანდოობის მიხედვით არჩევს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მილა განაგრძობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის რძით დამზადებას, წარმოების თითოეული ნაბიჯის მკაცრ კონტროლსა და დაწესებული მაღალი თამასის შენარჩუნებას, საბოლოოდ აისახება ბრენდის წარმატებასა და სტაბილურობაზეც.
“ამას ემატება მილას, როგორც ბრენდის შენებაზე მუშაობაც – ვიზუალური გამორჩეულობიდან საკომუნიკაციო ენამდე – ყველაფერი, რაც მომხმარებელთან, მათ გემოვნებასა და ღირებულებებთან გაახლოებს, საბოლოო ჯამში წარმატების საიდუმლოდ იქცევა ხოლმე.
“ასეა მილას შემთხვევაშიც და ამაში ქართველი მომხმარებელი ძალიან მალე დარწმუნდება, გაიცნობს რა ხარისხის ახალ ნიშანს ჩვენს ბაზარზე! “