მიმდინარე წელს აშშ-დან გაამგზავრეს მიგრანტთა რეკორდულად დიდი რაოდენობა

აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მიგრანტთა დეპორტაცია – იუწყება “ამერიკის ხმის” რუსული სამსახური.
საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ანგარიშის თანახმად, წელს მოხდა 270 000-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია, რომლებიც 192 ქვეყნიდან იყვნენ. ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ.
სამსახური დეპორტაციის მაჩვენებლის ზრდას ხსნის დიპლომატიური ძალისხმევით, რადგან ბოლო წლებში ვაშინგტონმა შეძლო სხვა ქვეყნების მთავრობების დათანხმება უფრო მეტი დეპორტირებული მოქალაქის მიღებაზე. მაგალითად, უწინდელზე მეტი მიგრანტი გაგზავნეს აფრიკის და აზიის იმ ქვეყნებში, სადაც წლების განმავლობაში არ იღებდნენ -დან დეპორტირებულ ადამიანებს.
დეპორტაციის მსგავსი მაჩვენებელი აღირიცხა ს პირველი პრეზიდენტობის პერიოდში – 2019 წელს ქვეყნიდან გააძევეს 267 000-მდე ადამიანი. ამჟამად, პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების წინ, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მოაწყობს “მიგრანტთა დეპორტაციის ყველაზე მასობრივ ოპერაციას”.
ანალიტიკური ორგანიზაციის, Pew Research Center-ის მონაცემებით, აშშ-ში ამჟამად უკანონოდ ცხოვრობს 11 მილიონამდე მიგრანტი. ექსპერტთა ვარაუდით, ასეთი მასშტაბების პირობებში ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია შესაძლოა სერიოზულ სირთულეებს შეეჯახოს არჩეული პრეზიდენტის გეგმის განხორციელებისას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა