აქტივისტი ნანა დიხამინჯია მამუკა მდინარაძეს: ლგბტ პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი

“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს, ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია, სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლის ამსახველი ვიდეოც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
მამუკა მდინარაძემ აქცენტი გააკეთა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ რადიკალების ბრძოლაზე. მან აქტივისტს განუცხადა, რომ სხვა ქვეყანას ემსახურება და ქუჩაში დგას იმ მიზნით, რომ ბავშვებს ტვინი გამოურეცხონ.
“ლგბტ პროპაგანდის მხარეს ნუ დგახარ” – მიმართა მდინარაძემ აქტივისტს. აღნიშნულ რეპლიკას ნანა დიხამინჯიამ უპასუხა: “ჩემი ბავშვების პროექტებზე თქვენ შეგიძლიათ გაიკითხოთ. ლგბტ პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი