ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო – მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო