საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი გაიზარდა

ელექტროენერგიის პირდაპირი შემსყიდველი კომპანიების მიერ მოხმარებული ენერგია, რომელთა შორისაც ისეთი კომპანიებია, რომელიც მაინინგით არის დაკავებული გაიზარდა.
2024 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში არსებულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 377 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-ჯერ მეტია (2023 წლის 11 თვეში 45 მილიონ კილოვატ საათი იყო), – ამის შესახებ სემეკის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე კომპანიებმა, რომლებიც ძირითადად მაინინგით არიან დაკავებული ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდეს. მაგალითად ერთ-ერთი ვინც ამ კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს კომპანია „თი ეფ ზი სერვისია“, რომელმაც 2024 წლის 11 თვეში 161 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე კომპანია „პროტექ კორპორეიშენის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაც გაიზარდა და 11 თვეში 95 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, მაინინგი ძირითადად თბილისის და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ტერიტორიაზე ხდება, რომლებიც დღგ-სგან გათავისუფლებული არიან.