მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…