8 წლის შემდეგ – ოსკარმა ჩინეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა

33 წლის ბრაზილიელი შემტევი ოსკარი სამშობლოში დაბრუნდა და “სან პაულოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მან კლუბთან ხელი 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.
ოსკარი ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩინეთში თამაშობდა და ადგილობრივი “შანხაი პორტის” ღირსებას იცავდა.
ბრაზილიელმა კარიერა სამშობლოში “ინტერნასიონალში” დაიწყო, რის შემდეგაც “ჩელსის” მიაშურა, სადაც სწორედ გულშემატკივრებისთვის გახდა ცნობილი, მაგრამ 2017 წელს ოსკარმა მოულოდნელად კარიერის ჩინეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება დასახელდა.