IDC 2024 წელს კომპიუტერებისა და პლანშეტების გლობალური მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების გლობალური მიწოდება 2024 წელს 3,8%-ით გაიზრდება და 403,5 მილიონ ერთეულს მიაღწევს, პროგნოზირებს კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC)
ამასთან, კომპიუტერების გაყიდვები გაიზრდება მხოლოდ 0,8%-ით, ხოლო პლანშეტების ბაზარი უფრო მნიშვნელოვან – 9,8%-ით ზრდას დააფიქსირებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპიუტერების ბაზარი 4.3%-ით გაიზრდება 2025 წელს, რადგან Windows 10 ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის დასრულება განახლების ციკლს გამოიწვევს, განსაკუთრებით კომერციულ მყიდველებს შორის.
interfax