“სარაევომ” 23 წლის თავდამსხმელს გიორგი გულიაშვილს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ გულიაშვილის სამსახურით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მან ამ ეტაპზე “სარაევოში” დარჩენა ამჯობინა.
გულიაშვილი 12 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია, მისი გუნდი კი 17 ტურის შემდეგ 38 ქულით მესამე ადგილზეა.