ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
“ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგანან.
ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი,” – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.