რას ამბობს კალაძე კადიროვის მხარდამჭერ ჩიმაევთან მეგობრობაზე

თბილისის მერი ამბობს, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ “ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს”.

რაც შეეხება საკითხს, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.

“ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი,
ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში.

ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა