სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისიმ სასამართლო პროცესზე გააუქმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნეს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმების შესახებ არის საბოლოო გამართლება იმისა, რაც ალეკ ბოლდუინმა და მისმა ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს – ეს იყო ენით აღუწერელი ტრაგედია, მაგრამ ალეკ ბოლდუინს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადეს ბოლდუინის ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი – დაიჭრა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. წელს, ივლისში ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.