ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია – ამ შემთხვევაში, შეწყალების საფუძველს ვერ ვხედავ – მიხეილ დაუშვილი გრიგორიადისზე

ლაზარე გრიგორიადისი აღიარებს, რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა, თუმცა ჩადენილს არ ნანობს – მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულმა გირგორიადისმა, პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
გრიგორიადისი იხსენებს მარტის აქციებს. ასევე, მისი განცხადებით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განმარტა, ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია და დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირი, შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
“ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. თუ კი, ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პასუხი უნდა აგოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს, რა მოტივით მოქმედებდა. საფუძველს ვერ ვხედავ, რა არის ამ შემთხვევაში შეწყალების საფუძველი. თუ რაიმე საფუძველი არსებობს, ეს პრეზიდენტის განსახილველია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დანაშაულს ვინც სჩადის, მან პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს