საქართველოს მთავრობა, ერთი შეხედვით, რუსეთთან ბიზნესის კეთებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე EU-ს გზაზე წინსვლით | EU-ს მაღალჩინოსანი

ამ კვირაში ევროკავშირის სამიტზე უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. Reuters წერს, რომ ქვეყანა ეძებს პროგრესს სასურველ ბლოკში საბოლოო შესვლისკენ.
გამოცემა ამბობს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ოფიციალურად მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, მაგრამ მისი გამოცდილება რეფორმებზე აჩენს კითხვებს რამდენად სერიოზულია ეს.
ს მიმართ მთავრობის შემრიგებლურმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა” – აღნიშნულია სტატიაში.
“საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ერთი შეხედვით უფრო დაინტერესებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებით, ვიდრე ევროკავშირის გზაზე წინსვლით”, – ამბობს გამოცემასთან ევროკავშირის მაღალჩინოსანი, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებებში იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გაწევრიანება სურთ.
ოფიციალური პირის თქმით, საქართველომ უკან დაიხია ზოგიერთ საკვანძო რეფორმაში, მაგრამ ევროკავშირს არ უნდა ისეთ ქვეყანასთან დაშორება, რომელიც რომელიც სხვაგვარად შეიძლება ისევ მოსკოვის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.
“ასე რომ, ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი არის ბალანსის პოვნა..” – ამბობს მაღალჩინოსანი.
Reuters წერს, რომ ძნელია პროგნოზირება როგორი იქნება 14-15 დეკემბრის სამიტი, ნაწილობრივ იმის გამო, რომ საქართველოს პერსპექტივა უკრაინის პერსპექტივასთან არის დაკავშირებული.