მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ლოზუნგით – „ეთერი ხალხს“ მართავენ და არხის მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ, გზა აქვთ გადაკეტილი.
მათი მოთხოვნაა, ტელევიზიის მენეჯმენტთან შეხვედრა.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ეთერი ხალხს – შენობა ქალაქს!“, „გააშუქე რეგიონი“.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე რჩებიან იქამდე, ვიდრე მათთან არხის მენეჯმენტი შეხვედრას არ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში