კახა კალაძე – “საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი – ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში” შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.
ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
“საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ