ბადრი ჯაფარიძე – გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი – ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები იყოს უზრუნველყოფილი

გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დიალოგთან დაკავშირებით.
„გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.