რუმინეთში კოალიციურმა მთავრობამ დაიწყო მუშაობა

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა დაამტკიცა. ჩოლაკუს ხელმძღვანელობით პროდასავლურმა კოალიციურმა მთავრობას პარლამენტმა ნდობა 23 დეკემბერს გამოუცხადა.
პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის დავალებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მემარცხენე სოციალ-დემოკრატ პრემიერს დაევალა. კოალიციის დეტალების შეთანხმებაზე რუმინეთის სამი პროევროპული პარტია მუშაობდა: ჩოლაკუს “სოციალ-დემოკრატიული” პარტია, “მემარჯვენე-ცენტრისტი ლიბერალები” და “ეთნიკური უნგრული” პარტია UDMR. უმცირესობის წარმომადგენელთა ჩათვლით, კოალიცია რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დაახლოებით 54%-ს აკონტროლებს.
სამი პარტიის ლიდერთა ერთობლივი შეთანხმებით, მინისტრთა კაბინეტისთვის 16 წევრი შეირჩა, რომელთაც დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტის წინაშე ფიცი საზეიმოდ დადეს. მათ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 240-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 143 წინააღმდეგი იყო, 83-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.
“სოციალ-დემოკრატიულ” პარტიას მინისტრთა კაბინეტში 8 პორტფელი ერგო. პარტიის თანამდებობაზე მყოფი მინისტრების უმრავლესობა კვლავ პოსტზე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის