“გადავიდნენ ქოცები რუსული playbook-ის შემდეგ და აუცილებელ საფეხურზე – სასკოლო კურიკულუმების და სახელმძღვანელოების შეცვლა ისტორიის გადაწერის მიზნით” | ნიკა გვარამია

“გადავიდნენ ქოცები რუსული playbook-ის შემდეგ და აუცილებელ საფეხურზე – სასკოლო კურიკულუმების და სახელმძღვანელოების შეცვლა ისტორიის გადაწერის მიზნით” |
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” გადავიდა რუსული playbook-ის შემდეგ და აუცილებელ საფეხურზე.
“როგორც მოსალოდნელი და ნაწინასწარმეტყველები იყო, გადავიდნენ ქოცები რუსული playbookის შემდეგ და აუცილებელ საფეხურზე – სასკოლო კურიკულუმების და სახელმძღვანელოების შეცვლა ისტორიის გადაწერის მიზნით. შევდივართ ფსევდოურა პატრიოტიზმის ფაზაში. გილოცავთ”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, დღეს გაიმართა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიება სადაც სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი წამოწყებაა “განათლების ეროვნული მიზნები”.
“განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით”, – თქვა ღარიბაშვილმა.