იტალიამ უალკოჰოლო ღვინოების ლეგალიზაცია მოახდინა

იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ეძღვნება უალკოჰოლო და დაბალი ალკოჰოლური შემცველობის ღვინოებს და მათ ცალკე დასახელებას ამტკიცებს.
Il Sole 24 Ore-ის მიხედვით, აქამდე 8,5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველ სასმელს იტალიაში „ღვინოს“ ვერ უწოდებდნენ. უალკოჰოლო და ნაწილობრივ უალკოჰოლო ღვინოებისთვის შემოღებულ იქნა ცალკეული სახელები dealcolato (უალკოჰოლო) და parzialmente dealcolato (ნაწილობრივ ალკოჰოლიზებული).
ალკოჰოლის ნაწილობრივი ან სრული შემცირება შესაძლებელია ყველა კატეგორიის ღვინოებისთვის, თუმცა, ასეთ ღვინოებს არ შეიძლება მიენიჭოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება (PDO) ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა (PGI), ანუ მიკუთვნება კონკრეტულ დასახელებაზე.