საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის 900 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც ფონდის აღმასრულებელ საბჭოში აღნიშნეს, თანხა უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება.
ფონდის ფარგლებში შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის დახმარებას.
ამასთან, მთლიანობაში, უკრაინა ფონდის მეშვეობით 15.6 მილიარდ დოლარს მიიღებს.
“ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მუდმივი აღდგენის მხარდასაჭერად”. – თქვა IMF-ს ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა “ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის”.
“ომის დროს უსაფრთხო ფინანსური სისტემა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა”. – თქვა მან.