“მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ იმ პრეზიდენტს, რომელიც ლეგიტიმურია” – გიორგი თავდგირიძე

როგორც ოფიცერი, შემიძლია ვთქვა, რომ მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ, იმ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ლეგიტიმურია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მას (სალომე ზურაბიშვილს) ექნება, ვიდრე, ახალი ს შემდეგ, ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა” – ამის შესახებ პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა:
“საჭიროა, ერთიანი ფორუმი სახალხო ლეგიტიმაციით, ძალიან მარტივი თემაა, წინააღმდეგობის ფრონტი, სახალხო ფორუმის ფორმატით. რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანდება მით უფრო დიდი იქნება ლეგიტიმაცია და მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური პროცესი. ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული აქვს “ქართული ოცნების” სახით, ჩვენ საპირწონედ უნდა შევქმნათ ასევე, ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა”

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა