2024 წლის საშობაო სეზონი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიებისთვის შესაძლოა რეკორდული იყოს

2024 წლის საშობაო სეზონზე -ისა და დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიებს შეუძლიათ მგზავრების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირონ – წერს Financial Times.
ანალიტიკური კომპანია Cirium-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის გადამზიდავები 20 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6,1 მილიონ სამგზავრო ადგილს გაყიდიან, რაც 5%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. დიდ ბრიტანეთში მგზავრები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ფრენას შობის დღეს. წელს, 25 დეკემბრის აეროპორტის განრიგი მოიცავს 800-ზე მეტ ფრენას, რაც 20%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე და 47%-ით მეტი ვიდრე 10 წლის წინ.
19 დეკემბრიდან 6 იანვრამდე აშშ-ის ავიახაზების ფრენებზე მგზავრების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს რეკორდულ მაჩვენებელს 54 მილიონს – ვარაუდობენ ექსპერტები Airlines for America-ს (A4A) ჯგუფიდან.